პოეტი ვიქტორ გოფმანი მოსკოვში მოკლული იპოვეს

მოსკოვში პოეტ ვიქტორ გოფმანის ცხედარი მის საცხოვრებელ სახლში იპოვეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
„დღეს მოსკოვში, მალოგრუზინსკის ქუჩაზე, საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი ჭრილობით აღმოჩენილია ვიქტორ გოფმანის ცხედარი. წინასწარი ინფორმაციით, ბინიდან გაქრა გოფმანის მონეტების კოლექცია და მამამისის ორდენები და მედლები“, – განუცხადეს სააგენტო „ინტერფაქსს“ საგამოძიებო კომიტეტში. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „მკვლელობის“ და „იარაღის უკანონო ტარების“ მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები