ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)
აშშ-ს ტეხასის შტატის ხელისუფლებამ ამ ეტაპზე წყალდოდობის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვა დაადასტურა. კიდევ რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება. სამაშველო სამსახურში 500-ზე მეტი ზარია შესული. რამდენიმე საათის განმავლობაში სტიქიის გამო ადგილობრივი აეროპორტის მუშაობა იყო პარალიზებული.
წყალდოიდობამ ავტომობილები წაიღო, ამიტომ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ დროისთვის შეუძლებელია.
ჭექა-ქუხილის რამდენიმე ფრონტის შეჯახების შედეგად ტორნადოები გაჩნდა. 14 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.