ირკუტსკში მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ ირკუტსკში მამაკაცი დაიღუპა. მას ხელში ხელყუმბარა აუფეთქდა. ინციდენტი ქალაქის ბაზართან მდებარე კაფეში მოხდა.
„შემთხვევის შედეგად 1995 წელს დაბადებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, მომხდართან დაკავშირებით ირკუტსკის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს“, – ნათქვამია საგამოძიები კომიტეტის განცხადებაში.
აფეთქების შედეგად კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.