217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი – შარმ-ელ-შეიხი – სანქტ-პეტერბურგის რეისის ავიალაინერის ნამსხვრევები ნაპოვნია

რუსული ავიალაინერის ნამსხვრევები, რომელმაც შაბათს დილით ეგვეპტეში, სინაის ნახევრაკუნძულზე კატასტროფა განიცადა, ნაპოვნია. თვითმფრინავი ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. გამოცემა „იოუმ-7“-ის ინფორმაციით, ქალაქ ელ-არიშიდან უკვე გააგზავნეს სასწრაფო დახმარების 20 მანქანა. ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა ავიაკატასტროფის რაიონს ალყა შემოარტყეს. სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ცნობით, ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ სამგზავრო თვითმფრინავი „A-321“ ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ -შეიხიდან დღეს დილით 06:21 საათზე აფრინდა. რეისი 9268-ის ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. 23 წუთის შემდეგ ის რადარებიდან გაქრა. ეგვიპტური ინტერნეტ-პორტალ „მოსრავის“ ინფორმაციით, ჩამოვარდნილი რუსული თვითმრინავის სამძებრო სამუშაოებში ეგვიპტის სამხედრო-საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები