არაბული მედია ეგვიპტეში რუსული ავიალაინერის კატასტროფის შესახებ იუწყება

ეგვიპტეში რუსულმა ავიალაინერმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News Arabia ავრცელებს.
თვითმფრინავის ბორტზე 200 ადამიანი იმყოფებოდა.
მომხდარის გამო, ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა ქალაქ ისმაილიაში სამუშაო ვიზიტი სასწრაფოდ შეწყვიტა. ტელეარხის ცნობით, ავიალაინერი შარმ-ელ-შეიხიდან დილით გამოფრინდა. ის სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით მიფრინავდა.
თვითმფრინავის ბორტზე რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები