რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის ღამის კლუბში მომხდარი აფეთქების და ძლიერი ხანძრის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, 155 კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
აფეთქება ღამის კლუბ Colectiv-ში პარასკევს საღამოს, როკ-კონცერტის დროს მოხდა. ინციდენტის მომენტში შენობაში 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა – ძირითადად ახალგაზრდები და მოზარდები. აალების შემდეგ ისინი გასასვლელისკენ გაიქცნენ, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.
ამ დროისთვის გამომძიებლები ხანძრის და აფეთქების მიზეზებს ადგენენ.
„რაც ამ დროისთვის ვიცით, ის არის, რომ კლუბში პიროტექნიკა იყო გამოყენებული. ამის შემდეგ ტრაგედია მოხდა. ამჟამად ეს ვერსია მოწმდება“, – განუცხადა „ბი-ბი-სის“ რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ამოდგილემ რაედ არაფატმა.