რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის თეიმურაზ ალიევს 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სტავროპოლის სამხარეო სასამართლომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფილ პოდპოლკოვნიკს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „კოსმოპოლსკაია პრავდა“ ავრცელებს. გამოძიების ცნობით, ალიევი ქართულ მხარეს სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას აწვდიდა.

რუსული სააგენტოების ცნობით, 49 წლის თეიმურაზ ალიევი სტავროპოლის სამხედრო ნაწილში მსხურობდა.

მათივე ცნობით, 2013 წელს ის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის მცდელობის დროს დააკავეს. 2011 წელს კი საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ალიევის დედა და ასევე, ძმაც გაასამართლეს, რომელიც რუსეთის არმიაში მსახურობდა.

12200616_10153271693719779_1468460394_n

12188357_10153271693704779_1881558087_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები