ხაბაროვსკის მხარეში საცხოვრებელი სახლის აფეთქების მიზეზები დგინდება

საცხოვრებელი სახლი ხაბაროვსკთან მდებარე კორფოვსკის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაინგრა. ამ დასკვნას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. წინასწარი ვერსიით, სახლში ბუნებრივი აირი აფეთქდა.
ინციდენტის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათი ცხედრები მაშველებმა ნანგრევებში აღმოაჩინეს. სამი ადამიანი დაშავდა და მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „გაუფრთხილებლობით სიკვდილის“ მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები