„არაბულმა კოალიციამ“ იემენში ავტობუსი დაბომბა

არაბული კოალიციის სამხედრო-საჰაერო ძალებმა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენში ავტობუსი დაბომბეს, რის შედეგად სამსახურში მიმავალი ათი მუშა დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი“ იუწყება. ინციდენტი იემენის ქალაქ ტაიზში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა. ქალაქი ამ დრომდე რჩება შიიტური დაჯგუფება „ანსარ ალაჰის“ კონტროლის ქვეშ და ამ დასახლებული პუნქტისთვის ბრძოლა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს. „ანსარ ალაჰის“ მომხრეებისგან პორტ ადენის გათავისუფლების შემდეგ იემენის სამთავრობო ძალებმა და მოხალისეებმა მნიშვნელოვან საბრძოლო წარმატებებს მიაღწიეს. ამჟამად, არაბული კოალიციის ინფორმაციის მიხედვით, სამთავრობო ძალები ქვეყნის ტერიტორიის 75%-ს აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები