ერაყში ლტოლვილების ბანაკის დაბომბვის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ირანელი ლტოლვილების ბანაკზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. ბანაკის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 20 რაკეტა დაეცა. ამ დასახლების ტერიტორიაზე ირანის ორგანიზაციის „მოჯაჰედინ-ე ხალკის“ ორი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ეს ადამიანები ირანიდან რეპრესიების გამო გამოიქცნენ. „მოჯაჰედინ-ე ხალკი“ ირანში აკრძალული ორგანიზაციაა.