დამასკოს მახლობლად სარაკეტო დარტყმების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

 

სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა დამასკოს მახლობლად სამთავრობო ძალების მიერ ამბოხებულების პოზიციებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში მდებარე ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, 100-მა ადამიანმა ჭრილობა მიიღო. ქალაქ დუმის მახლობლად სარაკეტო ცეცხლი გრძელდება.

მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ქალაქის მიმართულებით „მიწა-მიწის“ ტიპის 11 რაკეტა გაუშვეს. ზოგიერთი მათგანი ქალაქის ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქდა. ქალაქი დუმა, რომელიც დამასკოს აღმოსავლეთით მდებარეობს, ამ რაიონში ოპოზიციის ძირითადი დასაყრდენი პუნქტია. დაბომბვა ვენაში, სირიის საკითხზე საერთაშორისო მოლაპარაკების პარალელურად მოხდა. ამ კონსულტაციებში 17 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები