კავკასიურმა ნაგაზმა ბავშვი დაგლიჯა
რუსეთში, ბურიატიის რესპუბლიკაში გამოძიება დაიწყო წლინახევრის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე, რომელსაც კავკასიური ნაგაზი თავს დაესხა. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება, ბავშვის ცხედარი ძაღლის ჯიხურის გვერდით ბავშვის დედამ აღმოაჩინა. შემთხვევა დასახლება სუჟაში მოხდა. ბავშვის დედა ღამის მორიგეობაზე იყო წასული, ბიჭუნას და მამამისს კი ეძინათ. ღამით ბავშვმა გაიღვიძა და ჩუმად გავიდა გარეთ, სადაც მას ძაღლი თავს დაესხა. შინაური ცხოველის აგრესიული მოქმედების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ანალოგიური შემთხვევა 23 ოქტომბერს პეტროვსკის რაიონის სოფელ ორეხოვკაში მოხდა, სადაც ორი პიტბულის თავდასხმის შედეგად ორი წლის ბავშვი დაიღუპა.