ფლორიდაში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი 30 წლის წინ გამოუტანეს
აშშ-ს ფლორიდის შტატში ჯერი კორელი, რომელსაც სასამართლომ განაჩენი 30 წლის წინ გამოუტანა, სიკვდილით დასაჯეს. სასიკვდილო განაჩენი მას ცოლის, მისი ხუთი წლის შვილისთვის, ასევე დედის და დის მკვლელობისთვის გამოუტანეს.
კორელის სასიკვდილო ინექსია გაუკეთეს. ჩადენილი დანაშაული მან ბოლომდე არ აღიარა. სიკვდილით დასჯის წინ ის მშვენიერ განწყობაზე იყო და ვახშამზე ჩიზბურგერი, ფრი და „კოკა-კოლა“ მიირთვა. შეგახსენებთ, რომ სიკვდილით დასჯა დღეს აშშ-ს 31 შტატში მოქმედებს. ეს განაჩენი მოსამართლეებს, როგორც წესი, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების დროს გამოაქვთ.