ფლორიდის შტატის აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)

 

აშშ-ს ფლორიდის შტატში, ფორტ-ლოდერდეილის აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. „სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, ავიაკომპანია Dynamic International Airways-ის „ბოინგ-767“-ის ტიპის ავიალაინერს ხანძარი იმ მომენტში გაუჩნდა, როდესაც ის კარაკასში გასაფრენად ემზადებოდა. ცეცხლი ლაინერის მარცხენა ძრავს გაუჩნდა, ხანძრის მომენტში თვითმფრინავში 101 მგზავრი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, საწვავის გაჟონვა გახდა. ამ პრობლემის შესახებ ავიალაინერის ეკიპაჟს Dynamic Airways-ის უკან მოძრავი ავიალაინერის პილოტებმა შეატყობინეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები