უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში ტყვია-წამლის საწყობი აფეთქდა

უკრაინაში, ლუგანკის ოლქის ქალაქ სვატოვოდან 200-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. იქ ხუთშაბათს საღამოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ტყვია-წამლის საწყობში ხანძარი გაჩნდა. როგორც ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი ტუკამ განაცხადა, პარასკევს აფეთქებების ინტენსივობა შემცირდა, მაგრამ მოსახლეობის ევაკუაცია გაგრძელდება. იგეგმება ვერტმფრენიდან აფეთქებების ზონის დათვალიერება მომდევნო მოქმედებების კოორდინაციისთვის.
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ორი და დაიჭრა ოთხი ადამიანი. უკრაინის უშიშროების სამსახურმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები