დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ლონდონში მეჩეთის მშენებლობა აკრძალა
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ლონდონში, ნიუჰემის რაიონში უზარმაზარი მეჩეთის მშენებლობა აკრძალა. ამის შესახებ გამოცემა Evening Standard მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. ამით მინისტრთა კაბინეტმა აკრძალვის პროტესტი გააუქმა, რომელიც მანამდე ნიუჰემის რაიონის ხელისუფლებამ მიიღო.
„მთავრობის მიერ ამ პროტესტის გაუქმების მიზეზი ისაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის საცხოვრებლის გამოყოფის პრობლემები შეიქმნება“, – ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მინისტრთა კაბინეტმა ასევე უარი თქვა განაცხადზე, ამ ადგილზე დროებითი მეჩეთის მშენებლობის შესახებ. ამ მშენებლობის ადგილას ლოცვისთვის ყოველ დილას ასობით მუსულმანი იკრიბებოდა.
რელიგიური აქტივისტების გეგმებში მეჩეთის გარდა სასადილოს, ბიბლიოთეკის და სპორტული კომპლექსის მშენებლობა შედიოდა. მეჩეთის მშენებლობის გადაწყვეტილების ირგვლივ კამათი დიდ ბრიტანეთში უკვე 10 წელია მიმდინარეობს.