რუსეთმა შავ ზღვაში სარაკეტო სროლები გამართა (ვიდეო)
რუსეთმა შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდების წვრთნები გამართა. ტაქტიკური წვრთნების დასკვნით ეტაპზე, საბრძოლო გემებმა და სახმელეთო დაცვის ძალებმა საზღვაო მიზანზე ერთობლივი სროლა განახორციელეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარაკეტო ხომალდმა ფრთოსანი რაკეტებით გაანადგურა რამდენიმე სასწავლო მიზანი. საზღვაო ძალების გარდა, ხმელეთიდან ცეცხლი გაიხსნა სარაკეტო კომპლექს „ბალიდან“.
მთლიანად წვრთნებში 10 საბრძოლო ხოლამდი, 5 დამხმარე გემი, ასევე 5 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობდა. პირველად სარაკეტო ცეცხლი ოკუპირებული ყირიმის სანაპიროდანაც გაიხსნა.