მოლდავეთში მთავრობა გადააყენეს

მოლდავეთის პარლამენტმა ვალერი სტრელცოვის მინისტრთა კაბინეტი გადააყენა. მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა 65-მა დეპუტატმა 101-დან. მთავრობის გადადგომის ინიციატორები „სოციალისტური პარტია“ და კომუნისტები იყვნენ.
ვალერი სტრელცოვის მთავრობა მმართველი პროევროპული პარტიების კოალიციამ ჩამოაყალიბა. განხეთქილება მას შემდეგ გაჩნდა, რაც სადეპუტატო ხელშეუხებლობა მოეხსნა ყოფილ პრემიერს ვლად ფილატს, რომელიც კოალიციის ლიდერი იყო. ფილატი მოლდავეთის საბანკო სფეროდან 1 მილიარდი დოლარის დატაცებაშია ეჭვმიტანილი.
მრავალათასიანი საპროტესტო აქციები კიშინიოვში უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს. მოსახლეობა პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ფულის დატაცების საქმეების გამოძიებას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები