„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ „ისლამურ სახელმწიფოს“ ჟურნალისტების დახოცვაში ადანაშაულებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორაგნიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ერაყის ქალაქ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ 13 ჟურნალისტის სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ამ ორგანიზაციის დასკვნაში ასევე წერია, რომ კიდევ 48 ჟურნალისტის ბედი უცნობია. ისინი მოსულიდან ბოლო 16 თვის განმავლობაში გაიტაცეს.
უფლებადამცველები მოსულს ჟურნალისტებისთვის „სასიკვდილო ხაფანგს“ უწოდებენ. მათი განცხადებით, ბოლო დროის განმავლობაში ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი 60-მდე ჟურნალისტმა დატოვა, ხოლო იქ დარჩენილთა უმეტესობა დაიღუპა.
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ქალაქი მოსული 2014 წლის ივნისში აიღეს. ამის შემდეგ მათ ტელე და რადიოცენტრი დაიკავეს და მისი მოსახლეობა ყოველგვარი ინფორმაციის მიღებისგან მოწყვიტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები