ობამამ პრინც ჰარის ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის გამო მადლობა გადაუხადა
აშშ-ს პრეზიდნეტმა ბარაკ ობამამ ბრიტანელ პრინც ჰარის მადლობა გადაუხადა ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის გამო. ამის შესახებ ობამამ თეთრ სახლში პრინცთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„მე მსურს მის უმაღლესობას მადლობა გადავუხადო ამერიკულ ჯართან ერთად ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის გამო“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს ფაქტი აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს შორის „განსაკუთრებულ ურთიერთობებზე და არაჩვეულებრივ კავშირზე“ მიუთითებს. პრინცმა ჰარიმ ობამას მადლობა გადაუხადა და მასთან მომავალი წლის მაისისთვის ფლორიდაში დაგეგმილი შეჯიბრი განიხილა, რომელშიც ცხელ წერტილებში დაჭრილი სამხედრო მომსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.
მანამდე ჰარი აშშ-ს პირველ ლედისთან მიშელ ობამასთან და ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე ჯილ ბაიდენთან ერთად ვირჯინიის შტატში, სამხედროების სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა. პრინცი ჰარი ბოლო სამი წლის განმავლობაში სამხედრო ავიაციაში მსახურობდა. მას ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა.