ბრიტანეთის კონტრდაზვერვა მაღალი ტერორისტული აქტივობის შესახებ აცხადებს
ბოლო ათი წლის მანძილზე უჩვეულო ტერორისტული აქტივობის შესახებ აცხადებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა MI5-ის დირექტორი ენდრიუ პარკერი. პარკერმა ისაუბრა „უახლეს მოხერხებულ ტექნოლოგიებზე“, რომელთა მეშვეობით ტერორისტები მომხრეებს აგროვებენ და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე გავლენას ავრცელებენ.
„ამ ეტაპზე ჩვენ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ამის მიუხედავად, არსებობს რეალური საფრთხე, არის შეთქმულება გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ სირიაში მომზადებული ტერორისტების მხრიდან“, – აცხადებს პარკერი.
MI-5-ის ხელმძღვანელის თქმით, ტერორისტები კომუნიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ იმისათვის, რომ გაავრცელონ სიძულვილი და დიდ ბრიტანეთში მომხრეები გადაიბირონ, რომელთა შორის მრავალი არასრულწლოვანია.