აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს რუსეთს, სირიაში ხელისუფლების შეცვლას ხელი შეუწყოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს რუსეთს, ხელი შეუწყოს სირიაში ხელისუფლების პოლიტიკურ ცვლილებას. ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში გააკეთა.
„რუსეთმა ავიადარტყმებით მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას ვერ მიაღწია. მას შეუძლია ასადის დამარცხება არ დაუშვას, მაგრამ გამარჯვების მოპოვებასაც ვერ შეძლებს“, – აცხადებს ბლინკენი.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ „ასადის წასვლა სირიის კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების წინაპირობა არ არის, მაგრამ პროცესის საბოლოო შედეგი ასადის წასვლას გამოიწვევს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები