საბერძნეთის სანაპიროსთან რამდენიმე ნავის ჩაძირვის შედეგად ხუთი ბავშვი დაიღუპა
სულ მცირე ხუთი ბავშვი დაიღუპა საბერძნეთის სანაპიროსთან რამდენიმე ნავის ჩაძირვის შედეგად, რომლებსაც მიგრანტები გადაჰყავდათ. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება. კატასტროფა ბერძნულ კუნძულ ლესბოსთან მოხდა. ბავშვების გარდა ორი უფროსიც დაიღუპა. 200-მდე ადამიანი საბერძნეთის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა. ნავებში მყოფთა საერთო რაოდენობას პოლიცია ვერ ასახელებს.
როგორც სააგენტოს საბერძნეთის პოლიციაში აცნობეს, მთლიანად ოქტომბერში საბერძნეთთან ახლოს მიგრანტების 36 ცხედარია ნაპოვნი, რომლებიც გემების ჩაძირვის შედეგად დაიღუპნენ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წლის დასაწყისიდან საბერძნეთში ზღვით 560 ათასი მიგრანტი ჩავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ზღვაში 3 200 ადამიანი დაიღუპა.