თურქეთი სირიაში აშშ-ს მოკავშირეებზე დარტყმებით იმუქრება

თურქეთის ხელისუფლება „ყველა უცილებელ ზომას მიიღებს“, მათ შორის სამხედროს, იმისთვის, რომ სასაზღვრო ქალაქ თელ-აბიადში სირიელი ქურთების ავტონომიის შექმნა არ დაუშვას, რომლებსაც მხარს უჭერს ვაშინგტონი. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს ნებართვა, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც საჭიროდ ჩავთვლით“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ქურთების გადაწყვეტილება ავტონომიის შექმნის შესახებ თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„ჩვენ მზად ვართ, ვებრძოლოთ ყველას, ვინც სირიის საზღვრის გასწვრის ჩვენ საფრთხეს გვიქმნის, ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
ამასთანავე, ერდოღანმა დასავლეთის მხრიდან ქურთების მხარდაჭერა ტერორიზმის მხარდაჭერასთან გააიგივა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები