ნიგერიაში “ბოკო ჰარამის” 330-ზე მეტი მძევალი გაათავისუფლეს

ნიგერიაში ტერორისტული დაჯგუფება “ბოკო ჰარამის” 330-ზე მეტი მძევალი გაათავისუფლეს. მათი გათავისუფლების ოპერაცია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ბორნოს შტატში ჩატარდა. გათავისუფლებულთა შორის 190 ბავშვია. ასევე ლიკვიდირებულია 30 “ბოევიკი”.
რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება “ბოკო ჰარამი” ნიგერიის ტერიტორიაზე უკვე 5 წელია მოქმედებს. “ბოევიკები” ტერაქტებს აწყობენ არმიისა და პოლიციის, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მათი მსხვერპლი უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები