ერდოღანს მიაჩნია, რომ თურქეთი სწორი მიმართულებით ვითარდება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ვისაც თურქეთზე საუბრისას წინა პლანზე ტერორი და კრიზისი გამოაქვს, ცდილობს მიღწეულ შედეგებს და დადებით მხარეებს ჩრდილი მიაყენოს.
“ვისაც სტაბილურობის და ნდობის ატმოსფერო აღიზიანებს, ცდილობს ქვეყანა ძირითად დღის წესრიგს დააშოროს, მაგრამ თურქეთი მთავარ მიზანზე არასოდეს იტყვის უარს”, – ამბობს ერდოღანი.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა „4.5G IMT-Advanced“-ის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ნოემბერს თურქეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. 2015 წლის 7 ივნისს გამართულ არჩევნებზე “სამართლიანობის და განვითარების კონსერვატიულმა პარტიამ”, რომელიც თურქეთის სათავეში 13 წლის განმავლობაში იყო, ხმათა აბსოლუტური ურავლესობის მიღება ვერ შეძლო. იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთუღლუმ სხვა პარტიებთან კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, თურქეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები