კრასნოგორსკის ადმინისტრაციაში, მკვლელობის დროს, სათვალთვალო კამერები არ მუშაობდა

კრასნოგორსკის ადმინისტრაციაში მომხდარი მკვლელობის მომენტში შენობაში სათვალთვალო კამერები არ მუშაობდა. გამომძიებლებს აინტერესებთ მომენტი, როდესაც ამირან გიორგაძემ, რომელსაც “კრასნოგორსკის მსროლელი” შეარქვეს, ადმინისტრაციის პირველი მოადგილე იური კარაულოვი და “კრასნოგორსკის ელექტროქსელების” ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო ავტომატიდან დაცხრილა.
კამერების მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაიკითხნენ. სისტემურმა ადმინისტრატორებმა ეს ფაქტი ვერ ახსნეს.
შეგახსენებთ, რომ ამირან გიორგაძის ცხედარი მკვლელობიდან 4 დღეში კრასნოგორსკის რაიონის ერთ-ერთ აგარაკზე აღმოაჩინეს. წინასწარი ვერსიით, მან თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები