მედიის ცნობით, არსენ იაცენიუკს გადადგომა ემუქრება

უკრაინის პრემიერ-მინისტრს არსენ იაცენიუკს გადადგომა ემუქრება. ამის მიზეზი, გამოცემა “კომერსანტის” ინფორმაციით, შეიძლება უკრაინაში ჩატარებული ადგილობრივი ორგანოების არჩევნების შედეგი იყოს. იაცენიუკის “სახალხო ფრონტის” რეიტინგი უკრაინაში 1%-მდე შემცირდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, იაცენიუკის ბედი შეიძლება კოალიციის საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე გადაწყდეს. ამ კოალიციაში 4 საპარლამენტო ფრაქცია შედის.
როგორც უკრაინის ტელევიზიის ეთერში გამოსვლისას “პეტრო პოროშენკოს ბლოკის” ფრაქციის ხელმძღვანელმა იური ლუცენკომ განაცხადა, “პრემიერთან ძალიან მკაცრი საუბარი შედგება”. “უკვე შეიძლება ვისაუბროთ მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილი სერიოზული ცვლილებების, მათ შორის გლობალური ცვლილებების შესახებ. ეს ყველაფერი ნოემბერში მოხდება”, – აცხადებს ლუცენკო.
იაცენიუკის ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელად პრემიერის პოსტზე ფინანსთა მინისტრ ნატალია იარესკოს ასახელებენ, რომლის საქმიანობა ამ თანამდებობაზე “ეფექტიანი იყო”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები