სააკაშვილი ოდესაში „მაიდნის“ მოწყობას აპირებს

 ოდესის მერის არჩევნებში დამარცხებული ალექსანდრე ბოროვიკი და მისი მხარდამჭერი – გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ გამოცემა “დუმსკაია. ნეტ”-ი იუწყება.
საქალაქო საარჩევნო კომისიამ სამშაბათს მოქმედი მერის – გენადი ტრუხანოვის გამარჯვების შესახებ განაცხადა. ტრუხანოვმა ამომრჩეველთა ხმების 52% მიიღო. მოქმედი მერის ძირითადმა კონკურენტმა ალექსანდრე ბოროვიკმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მრჩეველია, 25,7% მიიღო და განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებულია.
მიხეილ სააკაშვილმა და ალექსანდრე ბოროვიკმა მომხრეებს ადგილობრივ სასამართლოსთან აქციის ჩატარებისკენ მოუწოდეს. ამ სასამართლომ არჩევნების შედეგების გაუქმების საკითხი უნდა განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები