დაღესტანში სამი „ბოევიკია“ ლიკვიდირებული

სამი „ბოევიკი“, რომლებმაც დაღესტანში რუსეთის ფედერალური ძალების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხნეს, ლიკვიდირებულია. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
„სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა „ვაზ-2107“-ის მარკის ავტომანქანის გაჩერება სცადეს. ამ დროს ავტომობილში მყოფმა პირებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნეს. ორმხრივი სროლის შედეგად სამი ბანდიტი განადგურებული იყო“, – განუცხადეს „ინტერფაქსს“ რუსეთის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა. ამჟამად ლიკვიდირებული “ბოევიკების“ ვინაობა დგინდება. უკვე აღმოჩენილია ავტომატები, რომლიდანაც ცეცხლი გაიხსნა. ფედერალური ძალებიდან არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები