დონეცკის ოლქის მაღაროში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

დონესკის ოლქის კრასნოლიმანსკის მაღაროში აფეთქება მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.
უკრაინის შინაგან საქმეთა დონეცკის სამმართველოს ინფორმაციით, ამ მაღაროში ორი დღის განმავლობაში მეთანი მეორედ აფეთქდა. წუხანდელი აფეთქების შემდეგ იქ მაშველები მუშაობდნენ, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ.
დონეცკის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს ინფორმაციით, ამჟამად მაღარო გაჩერებულია. შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია საგამოძიებო- ოპერატიული ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები