უკრაინის და ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ძალებმა საარტილერიო სისტემების გაყვანა დაიწყეს

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო სისტემების გაყვანის პროცესი დაიწყეს. მას ეუთოს კონტროლისა და კოორდინაციის ცენტრის წარმომადგენლები აკვირდებიან.

„ტექნიკა გაყვანილი იქნება დაპირისპირების ხაზიდან 11 კილომეტრში. ტექნიკა გაყვანილი იქნება ილოვაისკის რაიონის ზელიონოეს დასახლებაში“, – განუცხადა „რია ნოვოსტის“ „დონეცკის რესპუბლიკის“ წარმომადგენელმა. საწყის ეტაპზე სეპარატისტები დაპირისპირების ხაზიდან 15 ერთეულ საარტილერიო სისტემა „რაპირას“ გაიყვანენ. თავის მხრივ, უკრაინელმა სახმედროებმა დონეცკის ოლქში 100 მილიმეტრზე მცირე არტილერიის გაყვანა დაიწყეს. „ჩვენ დავიწყეთ შეიარაღების გაყვანა. პროცესი დაწყებულია“, – განაცხადა სპეცოპერაციის პრესასსამსახურის წარმომადგენელმა ლეონიდ მატიუხინმა. მისი განცხადებით, არტილერიის გაყვანას სამი დღე დაჭირდება. ასეთივე პროცესი ლუგანსკის ოლქშიც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები