აშშ სირიასა და ერაყში სახმელეთო ოპერაციას აანონსებს

აშშ სირიასა და ერაყში სახმელეთო ოპერაციების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა სენატის შეიარაღებული ძელების კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
„აშშ-ს ძალები გეგმავენ სირიასა და ერაყში პარტნიორების მხარდაჭერას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში და ექსტრემისტების წინააღმდეგ ავიადარტყმების ან სახმელეთო ოპერაციების ჩატარებას“, – განაცხადა კარტერმა. კარტერმა ახსენა გასულ კვირას ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთ მოხალისეებთან ერთად ჩატარებული ოპერაცია. ამ ოპერაციის დროს ტყვეები გათავისუფლდნენ და ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ეს პირველი მსხვერპლია ამერიკელ სამხედროებს შორის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. შეერთებულმა შტატებმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე იერიში 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. მაშინ ვაშინგტონი აცხადებდა, რომ ეს ოპერაცია საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები