ევროკავშირში 2017 წლიდან როუმინგის გადასახადი გაუქმდება
ევროპარლამენტმა სტრასბურგში გამართულ პლენარულ სესიაზე მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას 2017 წლის ივნისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მობილური ოპერატორებისთვის როუმინგის გადასახადის გაუქმების შესახებ. ამ საკითხის დადებით გადაწყვეტას 2,5 წელი დაჭირდა.
უკვე მომავალი წლის აპრილში როუმინგის გადასახადი შემცირდება. ერთ წუთში ის 0,05 ევროს შეადგენს, ხოლო მოკლე ტექსტური შეტყობინების გასაგზავნად – 0,02 ევროს. ევროკავშირის ტერიტორიაზე როუმინგი ოფიციალურ ჟურნალში ამ გადაწყვეტილების პუბლიკაციიდან 20 დღეში გაუქმდება.