პოლონეთის არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ გაიმარჯვა

პოლონეთში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვება იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ მოიპოვა. პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, კაჩინსკის პარტია “სამართალმა და სამართლიანობამ” არჩევნების მონაწილეთა 37.6 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.
ლიბერალურ-კონსერვატიულმა “სამოქალაქო პლატფორმამ”, რომელიც პოლონეთს ბოლო რვა წლის განმავლობაში მართავდა, ხმების მხოლოდ 24 პროცენტი მიიღო. პარლამენტში მოხვდნენ მოძრაობა “კუკიზი”, ლიბერალური პარტია “თანამედროვე” და “პოლონეთის გლეხთა პარტია”. წინასაწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვებული პარტია მთავრობის ფორმირებას დამოუკიდებლად, კოალიციის გარეშე შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები