ირანის პრეზიდენტი: ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები წლის ბოლომდე გაუქმდება

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუხანიმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები წლის ბოლომდე გაუქმდება. „მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე ირანის წინააღმდეგ დაწესებული უსამართლო სანქციები 2015 წლის ბოლომდე უნდა გაუქმდეს. უკვე მრავალი ევროპული და აზიური კომპანია ირანში შემოვიდა და ისინი მზად არიან, ჩვენთან ერთად არაერთი პროექტი განახორციელონ“, – განაცხადა როუჰანიმ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის მთავრობას ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის პროცესის დაწყება დაავალა, რაც „ბირთვული შეთანხმებით“ იყო გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს ირანის პარლამენტმა ე.წ. ექვსეულთან მიღწეული შეთანხმებების რეალიზებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები