პუტინი მოსკოვში ნიკოლა სარკოზის შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში საფრანგეთის ექსპრეზიდენტს – ნიკოლა სარკოზის შეხვდება. სარკოზი მოსკოვში კერძო ვიზიტით ჩაფრინდება.
„ასეთი შეხვედრა ნამდვილად იგეგმება“, – განუცხადა სააგენტო „ინტერფაქსს“ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
მანამდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლა სარკოზი მოსკოვში ჩასვლას და პუტინთან შეხვედრას გეგმავს, ფრანგულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. ეს ვიზიტი, სავარაუდოდ, ოთხშაბათს უნდა შედგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები