თურქეთი „გაზპრომის“ წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის

თურქეთის ხელისუფლებამ „გაზპრომის“ წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში რუსული ბუნებრივი აირის ფასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება. მოსკოვმა და ანკარამ გაზზე ფასის დაწევის შეთანხმებას ერთი წლის წინ მიაღწიეს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება „თურქული ნაკადის“ მშენებლობის ნებართვასთან იყო მიბმული.
რამდენიმე დღის წინ თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა აკი რიზა ალაბოინმა განაცხადა, რომ გაზზე ფასების გადახედვის საკითხი და „თურქული ნაკადი“ მოლაპარაკების მთავარი თემებია ორ ქვეყანას შორის. თუმცა არც ერთ, არც მეორე საკითხზე სამთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმება ვერ მოხერხდა.
ოქტომბრის დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთთან ურთიერთობების გართულების გამო განაცხადა, რომ თურქეთმა შეიძლება გადახედოს რუსული გაზის შეძენის და ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები