ობამა სირიასა და ერაყში სპეცრაზმების გაგზავნის საკითხს განიხილავს

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიის და ერაყის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციების ჩასატარებლად ახალი სპეცდანიშნულების რაზმების გაგზავნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ პენტაგონში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ერაყში, სირიასა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის გაზრდას ობამას სამხედრო მრჩევლები ურჩევენ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ამერიკელი სამხედრო მრჩეველების ჩართვას აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერიც მოითხოვს.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ეს ქვადანაყოფები კოორდინაციაში უნდა იყვნენ სირიის ოპოზიციურ ძალებთან, ასევე ქურთ მოხალისეებთან, რომლებმაც ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. საბოლოო გადაწყვეტილებას ბარაკ ობამა კვირის ბოლომდე მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები