ჩინეთი მისი სანაპიროს სიახლოვეს აშშ-ს საბრძოლო ხომალდის გამო პროტესტს აცხადებს

პეკინმა ვაშინგტონს პროტესტი გამოუცხადა ჩინეთის 12-კილომეტრიან ზონაში ამერიკული საესკადრო ნაღმოსნის შესვლის გამო. აშშ-ს საბრძოლო ხომალდი Lassen ხელოვნური კუნძულების სიახლოვეს გამოჩნდა.
„ამერიკული ხომალდის ეს მოქმედება ჩინეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხეს შეიცავს, ასევე საფრთხე ემუქრებათ ამ კუნძულებზე მყოფ ადამიანებს და მთელი რეგიონის სტაბილურობას და მშვიდობას. ამის გამო ჩინეთის ხელისუფლება კატეგორიულ პროტესტს აცხადებს“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ აშშ „შესაბამის რეაგირებას მოახდენს ამ ინციდენტზე, გამოასწორებს დაშვებულ შეცდომებს და მომავალში პროვოკაციული ქმედებებისგან თავს შეიკავებს“.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს საესკადრო ნაღმოსანმა Lassen-მა ჩინეთის ხელოვნური კუნძულების 12- კილომეტრიან ზონაში დაიწყო პატრულირება. ეს კუნძულები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში იყო შექმნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები