საუდის არაბეთის მეჩეთში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

საუდის არაბეთის მეჩეთში ორშაბათს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ტერორისტული შეტევა ორშაბათს თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქ ნაჯანის შიიტურ მეჩეთში განახორციელა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ტელეარხმა „ალ-არაბიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა 12 ადამიანი. საუდის არაბეთის ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით, აფეთქება მეჩეთის გარეთ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები