ალეპოსთან ბაშარ ასადის ძალები ალყაში აღმოჩნდნენ

სირიის ქალაქ ალეპოსთან ბაშარ ასადის ნაწილები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ აქ შეტევა დაიწყეს, ალყაში აღმოჩნდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ალეპოსგან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სამანქანო გზა დაიკავეს და ალეპოში მდებარე სამთავრობო ნაწილები მომარაგების გარეშე დატოვეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
სირიელი უფლებადამცველების ინფორმაციით, ალეპოსთან ბრძოლის დროს ორივე მხრიდან ათობით ადამიანია დაღუპული.
შეგახსენებთ, რომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ძალები ირანელი სამხედროების და რუსული ავიაციის მხარდაჭერით შეტევაზე 16 ოქტომბერს გადავიდნენ. სამთავრობო ძალების წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ შეტევაზე გადასვლა და რამდენიმე დასახლებული პუნქტის აღება რუსული ავიაციის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები