„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა პალმირაში სამი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ პალმირაში სამი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ისინი ერთ-ერთი ისტორიული ძეგლის სვეტებს მიაბეს და შემდეგ ეს ნაგებობა ააფეთქეს. ამის შესახებ ლიბანური გაზეთი „ან-ნაჰარი“ იუწყება. ძეგლის სახელწოდებას გამოცემა არ აკონკრეტებს. ქალაქი პალმირა, რომლის ნანგრევები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედის, ტერორისტების კონტროლის ქვეშ მაისის შუა რიცხვებში გადავიდა. ქალაქის დატოვებამდე სირიის ჯარმა იქიდან ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ასევე მუზეუმის ყველაზე ფასეული ექსპონატები გაიტანა. ქალაქის დაკავების შემდეგ ექსტრემისტებმა ძველი ნაგებობების ნაწილი გაანადგურეს, ხოლო დარჩენილებს ანალოგიური საფრთხე ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები