პაკისტანსა და ავღანეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთსა და პაკისტანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ავღანეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. გახეთ Dawn-ის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა სახლების ნანგრევებში მოჰყვა. მთლიანად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას შეადგენდა. პაკისტანის და ავღანეთის გარდა, მიწისძვრა ინდოეთშიც იგრძნობოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები