თურქ პოლიციელებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ შორის შეტაკების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
თურქი პოლიციელების და „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ შეტაკების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ოთხი „ბოევიკი“ და ორი პოლიციელია. შეტაკება ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაკირში მოხდა.
სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, გამთენიისას თურქმა პოლიციელებმა რეიდი რამდენიმე რაიონში მოაწყვეს. ამ ოპერაციის დროს ჯიჰადისტებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შემდეგ ორმხრივი სროლა დაიწყო.
ქალაქ დიარბაკირს არაოფიციალურად თურქეთის ქურთისტანის დედაქალაქს უწოდებენ. პოლიცია ეჭვობს, რომ სწორედ დიარბაკირს აფარებენ თავს ანკარაში ოქტომბრის დასაწყისში მომხდარი ტერაქტების ორგანიზატორები.