სააკაშვილის თანაშემწე ოდესის ერთ-ერთი უბნიდან გამოაძევეს

ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე მარია გაიდარი ოდესის ნომერ 286-ე უბნიდან გამოაძევეს. ეს გადაწყვეტილება საუბნო კომისიამ მიიღო. ამის შესახებ გაიდარმა, რომელიც ოდესის საოლქო საბჭოს წევრად იყრის კენჭს, ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
„მე 286-ე უბნიდან იმ მიზეზით გამომაძევეს, რომ საარჩევნო პროცესს ხელს ვუშლიდი. კომისიის წევრებმა ამ გადაწყვეტილებას კენჭი უყარეს“, – დაწერა გაიდარმა.
როგორც სააკაშვილის მრჩეველი აცხადებს, მის მიმართ პრეტენზიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც „პეტრო პოროშენკოს“ ბლოკის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სხვაობა ბიულეტენებში მითითებულ და საარჩევნო უნბებზე რეალურად მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას შორის.
„როგორც ჩანს, დემოკრატიული ძალების კომისიის სხვა წევრებისთვის ეს დარღვევები პრობლემას არ წარმოადგენს. ძალიან სამწუხაროა, რომ პარტია „სამოპომოშმა“ ისე დააშინა თავისი დამკვირვებლები, რომ ისინი კომისიის თავმჯდომარეს სიტყვას ვერ უბრუნებდნენ და იმ მაგიდებს არ უახლოვდებოდნენ, სადაც არჩევნების შედეგების დათვლა მიმდინარეობდა“მ – წერს გაიდარი.
სააკაშვილის თანაშემწის თქმით, ის პოლიციაში განცხადების შეტანას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები