„საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ შეუერთდეს ნატოს წევრ ქვეყნებს“

ჩვენ ვხედავთ საქართველოში დიდ პროგრესს, რაც15 წლის წინ იყო და რაც ახლა არის – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ შეუერთდეს ნატოს წევრ ქვეყნებს. ამასთან, აპატურაი აცხადებს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს სვლა ამ მიმართულებით.
“ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს თავისი თავის მომზადებაში. ჩვენ ვხედავთ საქართველოში დიდ პროგრესს, რაც 15 წლის წინ იყო და ახლა რაც არის“, – განაცხადა აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები