„მარგველაშვილი არჩევნებამდე ამბობდა, რომ სააკაშვილის რეზიდენცია მისთვის ბოროტებასთან ასოცირდებოდა“

„ ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისთვის პრეზიდენტის 2 რეზიდენცია და დახარჯული 26 მილიონი შეუსაბამოა“,- განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ძიძიგურმა მარგველაშვილს გაპრეზიდენტებამდე ავლაბრის რეზიდენციის მიმართ მისი დამოკიდებულება შეახსენა. ვიცე-სპიკერის თქმით, მარგველაშვილი საუბრობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეზიდენცია მისთვის ბოროტებასთან ასოცირდებოდა.
„ პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში არ გადავა. პრეზიდენტს ვერავინ აიძულებს, რომ იქ გადავიდეს, უბრალოდ არის მოცემულობა, რომ ამ ღარიბ ქვეყანას 2 რეზიდენცია გვაქვს. ამ რეზიდენციის აშენება გარემონტებაში თავად პრეზიდენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მე თავად შევესწარი საუბარს, სადაც თავად მარგველაშვილი აყენებდა საკითხს, რომ არ შესულიყო ავლაბრის რეზიდენციაში. მე თავად ვარ პოლიტსაბჭოზე ამ საუბრის მოწმე, როცა თავად მარგველაშვილი საუბრობდა, რომ ეს სახლი, სააკაშვილის რეზიდენცია მისთვის ბოროტებასთან ასოცირდებოდა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები