ჯეიმს აპატურაი: საქართველოს ადგილი ნატოში არის ნათელი და მზარდი

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველო არის ერთგული, მყარი კანდიდატი ნატოს წევრობის. როგორც მან თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში “ნატო უფრო მეტად აისახება საქართველოში”.
მისივე თქმით, რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ შეამციროს თავისი მეზობლების სუვერენიტეტი.
“საქართველოს ადგილი ნატოში არის ნათელი და მზარდი. მისი ჩართულობა კი ყველაზე მაღლა დგას არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში. გავიხსენოთ მისია ავღანეთში, რომელიც ზოგჯერ, სამწუხაროდ, დანაკარგებშიც გამოიხატება. ასევე უფრო მეტად აისახება ნატო საქართველოში. იქნება ეს განათლების თუ სხვა მიმართულებით. საქართველო არის ერთგული, მყარი კანდიდატი ნატოს წევრობის. რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ შეამციროს თავისი მეზობლების სუვერენიტეტი. თუ თქვენ შეხედავთ ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” ჩართულ ქვეყნებს, 5 მათგანს აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ასევე ჩვენ ვხედავთ გაძლიერებულ არასტაბილურობას ბალტიისპირეთში და გაიზარდა საშიშროება შავი ზღვის რეგიონში. არ უნდა დაგვავიწყდეს ყირიმი, სირია, ერაყი და ა.შ.”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები