“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან

“თავისუფალი დემოკრატებისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია დაძაბული ვითარება, რომელიც ქვეყანაში არსებობს, სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს და ყველა პროცესი ქუჩიდან შენობებში გადავიდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა დავით უსუფაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ქვეყანაში არსებული ვითარების მიმართ.
“ყველა სახელმწიფო უწყება იმისთვის უნდა დაიხარჯოს, რომ ადეკვატური რეაგირებები მოხდეს. უმრავლესობის განცხადებები საკმაოდ არადეკვატურია – ისინი, ერთი მხრივ, საუბრობენ, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს, მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა”, – აღნიშნა ჩოქოვანმა.
“თავისუფალი დემოკრატები” გუშინ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შეხვდნენ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან და ხვალ, სახალხო დამცველთანაც გეგმავენ შეხვედრას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები